საზოგადოება

ივლისში რუსეთიდან 156 737 მოქალაქე შემოვიდა – სტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.

პანდემიამდე, 2019 წლის პერიოდში იგივე მაჩვენებლი – 159 063 იყო, 2020 წელს კი – 4 191.

ტოპ 5 ქვეყანა ვიზიტორების მიხედვით შემდეგია: 

  • რუსეთი – 156,737
  • სომხეთი – 103,906
  • თურქეთი –  95,989
  • საუდის არაბეთი – 27,712
  • საქართველო (არაეზიდენტი) – 24,278

 რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს –  2022 წლის ივლისში 33 093 ადამიანი შემოვიდა, რაც იგივე მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდში 2019 წელს 55 480 იყო, 2020 წელს კი 832.

სულ 2022 წლის ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა. 2019 წლის მონაცემის 61.9% აღდგენა, 2021 წელთან შედარებით ზრდა +162%.

ნახეთ მეტი
Back to top button