მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული მდგომარეობის განვითარება

სომხური მხარის ინიციატივით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ იუწყება კრემლის ოფიციალური ვებგვერდი.

განიხილეს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ვითარების განვითარებასთან, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების ყველა დებულების შესრულების მნიშვნელობას.

ნახეთ მეტი
Back to top button