
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აგვისტოს ომის 14 წლისთავზე ისაუბრა.
„დღეს სრულდება 14 წელი რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.