პოლიტიკა
კანადელმა სენატორმა დაგმო აზერბაიჯანის აგრესია
კანადელმა სენატორმა კვებეკიდან ლეო ჰუსაკოსმა დაგმო აზერბაიჯანის აგრესია და მოუწოდა კანადას და საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრად დაგმოს იგი. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ მან „ტვიტერის“ მიკრობლოგში დაწერა.
„აზერბაიჯანის თავდასხმა არცახის მოსახლეობაზე არის 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უახლესი დარღვევა. მე შეშფოთებული ვარ აზერბაიჯანის განახლებული აგრესიით და მოვუწოდებ კანადას და საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრად დაგმოს იგი“, – წერს ის.