მთავარიპოლიტიკა

მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ჯარების პასუხისმგებლობის ზონაში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო

რუსული სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში დაკისრებული ამოცანების შესრულებას აგრძელებს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

რუსი სამშვიდობოები ოცდაშვიდ სადამკვირვებლო პუნქტზე ვითარების სადღეღამისო მონიტორინგს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას აკონტროლებენ.

აღნიშნულია, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარების პასუხისმგებლობის ზონაში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაძლო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, შენარჩუნებულია უწყვეტი ურთიერთქმედება აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარ შტაბებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button