მთავარიპოლიტიკა

„რუსული ჯარის საქართველოში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იყო“.  მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ რუსული ჯარის შემოსვლა საქართველოში სწორი გადაწყვეტილება იყო, როგორც ადრე, ასევე ახლაც. წერს aliq.ge

მისი განცხადებით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი, რუსეთის პარტნიორი სახელმწიფოებია, ამიტომ საქართველო „ბედს არ მოსინჯავს და მათ არ დაუპირისპირდება“.

„ჩვენ რომ სწორად ვიმოქმედეთ, მოვლენის შემდგომი განვითარებითაც დადასტურდა.

აგრესორი ლიდერი საკუთარმა ხალხმა მალევე უარყო. თუმცა, დიდხანს არ იჯდა უსაქმოდ და სიამოვნებით ყიდდა  უკრაინაზე  “ნარინჯისფერ” ფიგურებს. დღეს ჩვენ ვხედავთ მათი რუსოფობიური პოლიტიკის შედეგს“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, უკრაინაც და საქართველომაც „არჩევანი არ დაუტოვეს“ რუსეთს,რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ.

ნახეთ მეტი
Back to top button