მთავარიპოლიტიკა

შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მნიშვნელობაზე

შეერთებული შტატები გამოხატავს თავის ღრმა შეშფოთებას მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ინტენსიური ბრძოლების შესახებ. ამის შესახებ ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ კორტნი ავსტრიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლების შედეგად დაფიქსირდა მსხვერპლი და დაშავებულები.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და მოვუწოდებთ სასწრაფო ნაბიჯების გადადგმას დაძაბულობის შესამსუბუქებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ მუდმივ საბჭოში, შეერთებული შტატები ხაზს უსვამს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე ყველა სხვა საკითხის მოლაპარაკებების გზით, ყოვლისმომცველი და სტაბილური მოგვარების მნიშვნელობას“, – განაცხადა ავსტრიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button