მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი პრიმიტიული განცხადებებით ცდილობს ერევანზე ზეწოლას  –   ექსპერტი

თუ აზერბაიჯანს ირანის გავლით ნახიჩევანში მიმავალი ალტერნატიული გზა აქვს, ე.წ „ზანგეზურის დერეფანზე“ საუბარს  აზრი არ აქვს, მაგრამ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთზე პრიმიტიული განცხადებებით ზეწოლას ცდილობს. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში ირანოლოგმა ვარდან ვოსკანიანმა განაცხადა.

მან შეახსენა, რომ სსრკ-ს დაშლისთანავე აზერბაიჯანი და ნახიჩევანი უკვე ირანის გავლით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ვოსკანიანმა განმარტა, რომ ახლა მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა, მარშრუტი გადის 44-დღიანი ომის შედეგად ოკუპირებულ ყარაბაღის ტერიტორიაზე,რაც  ირანის ტერიტორიაზე გამავალი გზის მონაკვეთს  100 კმ-ით ამცირებს.

ვარდან ოსკანიანმა აღნიშნა, რომ ირანი აზერბაიჯანიდან ნახიჩევანამდე გზას თავისი ტერიტორიის გავლით  აღიქვამს, როგორც აზერბაიჯანსა და მის ავტონომიაზე გავლენის დამატებით ბერკეტს. „ამგვარად, თეირანი ცდილობს შეასუსტოს თურქეთ-აზერბაიჯანული ზეწოლა სომხეთზე ე.წ.  „ზანგეზურის დერეფანთან“ დაკავშირებით. გასაგებია, რომ ბაირამოვი ირანის ტერიტორიის გავლით დერეფანზე ვერ ისაუბრებს“, – აღნიშნა ვოსკანიანმა.

მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე არ შეიძლება იყოს რაიმე დერეფანი ერევნის სუვერენული კონტროლის მიღმა. „აუცილებელია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ვერ  მიიღებენ ვერანაირ  დერეფანს სომხეთის ტერიტორიაზე, რადგანაც ამას მოჰყვება დამღუპველი შედეგები სომხეთისთვის. ადრე ამ დერეფანს თურქები მოიხსენიებდნენ „ტურანის დერეფნის“ სახელწოდებით, მაგრამ შემდეგ სახელი გადაარქვეს, რადგანაც ამ ტერმინმა ირანში, რუსეთსა და სომხეთში აღელვება  გამოიწვია“, – დაასკვნა ექსპერტმა.  

ნახეთ მეტი
Back to top button