ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 30 წლის წინ სწორედ ამ დღეს, 10 აგვისტოს დამყარდა. ამის შესახებ იუწყება ევროკავშირის ოფისი. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები განვითარდა და გაღრმავდა. 2017 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა და 2021 წლის მარტში ძალაში შევიდა ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობისთვის და სომხეთის მოდერნიზაციისთვის, განსაკუთრებით ბევრ სფეროში ევროკავშირის ნორმებთან საკანონმდებლო დაახლოების გზით. ევროკავშირი მოელის სომხეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ორმხრივ ინტერესებზე დაყრდნობით, ჩვენი საზოგადოებებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. გილოცავთ ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს“, – ნათქვამია პოსტში.
მსგავსი სტატიები
წელს სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბიუჯეტში 93 მილიონი დოლარით მეტი შეიტანა, ვიდრე მიიღო
01.11.2024, 10:34
აზერბაიჯანის მთავრობამ ადგილობრივ მასმედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების შედეგების ინტერპრეტაციის შესახებ მითითებები მისცა
01.11.2024, 09:22
სრულიად სომეხთა კათოლიკოსი მოუწოდებს მსოფლიოს ყველა ხალხებს COP29-ის წინა დღეებში შეუერთდნენ ბაქოში დაკავებული სომეხი ტყვეებისა და პატიმრების განთავისუფლებისათვის ლოცვას
01.11.2024, 08:05
ნახეთ ასევე
Close