საზოგადოება
“ვფიქრობ, გონს მოუხმობს რეგულირების სააგენტო და სწრაფად მოახდენს აკრედიტაციას” | “ემპათია” მიხეილ სააკაშვილის საქმეში დამატებით 2 უცხოელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს

,,მთავარი არხი” წერს, რომ “ვფიქრობ, გონს მოუხმობს რეგულირების სააგენტო და სწრაფად მოახდენს აკრედიტაციას” – ამის შესახებ ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის საქმეში დამატებით 2 უცხოელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.
ცენტრი “ემპათია” იწვევს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს საერთაშორისო გამოცდილებით გაეროს კონსულტანტს ადამიანის უფლებების დარგში, დამატებით ექსპერტიზაზე შვეიცარიიდან და ასევე ამერიკელი ექსპერტის, დამატებითი 1 ექსპერტის დოკუმენტებიც დღეს ჩაბარდებათ. ასე რომ, ვფიქრობ, გონს მოუხმობს რეგულირების სააგენტო და რაც შეიძლება სწრაფად მოახდენს აკრედიტაციას აღნიშნული უკვე 5 ექსპერტის, – ამბობს ჯიშკარიანი.