კულტურა

ქართული თეატრი ვერონაში გამართულ შექსპირის ფესტივალზე წარდგება

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი 26 აგვისტოს ვერონაში შექსპირის ფრინჯის პრესტიჟულ ფესტივალზე სპექტაკლს “დიდი აჟიოტაჟი არაფრის შესახებ” წარადგენს.

Verona Shakespeare Fringe Festival-ის მიზანია შექმნას საერთაშორისო მრავალენოვანი ფესტივალი ვერონაში, რომელიც უილიამ შექსპირის პიესებისა და პოეზიის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. ფესტივალი ვერონის უნივერსიტეტის SkenR ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. წელს ფესტივალზე საქართველოს გარდა წარმოდგენილი იქნება ისეთი ქვეყნების თეატრები, როგორიცაა საბერძნეთი, იტალია, უკრაინა, ნორვეგია, სერბეთი და დიდი ბრიტანეთი.

შექსპირის „დიდი აჟიოტაჟი არაფრის შესახებ“ ამავე სახელწოდების კომედიის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. სპექტაკლი მოგვითხრობს სიყვარულსა და სიძულვილს, სიკეთესა და ბოროტებას შორის კონფლიქტზე, სადაც სიკეთე და სიყვარული იმარჯვებენ როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად, იტყობინება Sputnik-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button