საზოგადოება

ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს “სურმალუს” აფეთქებასთან დაკავშირებით სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ვლადიმირ პუტინის დეპეშა კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„ძვირფასო ნიკოლ ვოვას ძე, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ერევნის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.

გთხოვთ, გამოუცხადოთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებს, ასევე ვუსურვებ ყველა დაზარალებულს მალე გამოჯანმრთელებას. პატივისცემით, ვლადიმერ პუტინი“, – ნათქვამია დეპეშაში.

ნახეთ მეტი
Back to top button