მთავარიპოლიტიკა

გამოქვეყნდა ENNHRI-ის ანგარიში სომხეთის შესახებ 

გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) რეგიონალური ანგარიში ევროპაში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ და ანგარიში სომხეთის შესახებ.

ზედიზედ მესამე წელია, ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები (NHRI) ანგარიშსაქვეყნებენ  კანონის უზენაესობის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ თავიანთ ქვეყნებში.

ამავდროულად, ისინი ხაზს უსვამენ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მოქმედების მნიშვნელობას კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციების მიწოდებისთვის. ყველა ეს მოსაზრება თავმოყრილია ENNHRI-ის მესამე ყოველწლიურ ანგარიშში კანონის უზენაესობის მდგომარეობაზე ევროპაში.

ევროპის 40 ქვეყნის ანგარიშები მიუთითებს კანონის უზენაესობის შემდგომ გაუარესებაზე მთელ ევროპაში წინა წელთან შედარებით.

ანგარიშში მოცემულია მიმდინარე გამოწვევები და მიღწეული პროგრესი შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ეფექტურობა და დამოუკიდებლობა, კონტროლი და წონასწორობა, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირება, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, კორუფცია, COVID-19-ის გავლენა, პრევენციული ღონისძიება, ასევე ადამიანის უფლებათა სტრუქტურული პრობლემები.

ნახეთ მეტი
Back to top button