
15 აგვისტოს, ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ხელმძღვანელობით დელეგაციაეწვია მოსკოვის მახლობლად მდებარე ცენტრს „პატრიოტს“, სადაც დაესწრო „საერთაშორისო არმიული თამაშები 2022“ და სამხედრო-სამრეწველო გამოფენა “არმია 2022” გახსნის ცერემონიას.

სურენ პაპიკიანმა დაათვალიერა გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების ჯიხურები, გაეცნო სამხედრო ინდუსტრიის უახლეს ნიმუშებს, შეხვედრები გამართა მსხვილი სამხედრო ინდუსტრიული კომპანიების ხელმძღვანელებთან და განიხილა სამხედრო თანამშრომლობის არაერთი საკითხი.