საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა სამძიმარი გამოთქვა ერევანში მომხდარ ტრაგიკულ აფეთქებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამძიმარი გამოთქვა ერევნის სავაჭრო ცენტრში „სურმალუში“ მომხდარ ტრაგიკულ აფეთქებასთან დაკავშირებით.

„ღრმად  დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო. უღრმეს სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა  ახლობლებს და ოჯახის წევრებს.   მაშველებს ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ. მე სომეხი ხალხის მხარეზე ვარ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ის თავის მიკრობლოგზე, იუწყება „არსენპრესი“.

14 აგვისტოს, 13:23 საათზე, სომხეთის კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაშავდა 60-ზე მეტი მოქალაქე, არიან დაკარგულები.

ნახეთ მეტი
Back to top button