საზოგადოება

“სურმალუში” აფეთქების შედეგად 8 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება:  ძებნა გრძელდება

ერევნის სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” მომხდარი აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 8 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად იპოვეს 16 მოქალაქის ცხედარი.

ერევნის სამედიცინო ცენტრებს 60-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან 12 აგრძელებს მკურნალობას, ხოლო დანარჩენი 48 შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრში შეატყობინეს, რომ ერევანში, არშაკუნიაცის 15-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” აფეთქება და ხანძარი მოხდა, რის შედეგადაც ჩამოინგრა 3 სართულიანი შენობა.

ნახეთ მეტი
Back to top button