
სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16-ს მიაღწია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს.
დეპარტამენტის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 16 აგვისტოს, 08:12 საათზე, ხანძარსაწინააღმდეგო და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 16 მსხვერპლიდან 10-ის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მათ შორის არის ერთი ორსული და პატარა ბავშვი.
ერევნის სამედიცინო ცენტრებს 60-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან 12 აგრძელებს მკურნალობას, ხოლო დანარჩენი 48 შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს.
დაკარგულად ითვლება 18 მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, ერევანში, არშაკუნიაცის 15-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” აფეთქება და ხანძარი მოხდა, რის შედეგადაც ჩამოინგრა 3 სართულიანი შენობა.