მთავარიპოლიტიკა

სურენ პაპიკიანი რუსეთში შეიარაღების უახლეს ნიმუშებს გაეცნო

რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია სამხედრო-სამრეწველო გამოფენას “არმია-2022”, სადაც  გაეცნო იარაღის უახლეს ნიმუშებს და შეხვდა რიგი კომპანიების ხელმძღვანელებს.  ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს.

თავდაცვის მინისტრი „ალაბინოს“ სასწავლო ბანაკსაც ეწვია, სადაც სომხეთის სატანკო ბიატლონის გუნდს გაესაუბრა.

https://www.facebook.com/watch/?v=553030209949925&t=0

სურენ პაპიკიანმა კონკურსის „მეგობრობის სახლის“ ფარგლებში გახსნილი სომხური პავილიონიც დაათვალიერა და წარმოდგენილ ექსპონატებს გაეცნო.

ნახეთ მეტი
Back to top button