ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზამ“ წლის პირველი ნახევარი რეკორდული მოგებით დაასრულა

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლების ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს – კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული, 161 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, იუწყება „საქართველოს რკინიგზის“ პრეს–სამსახური.აქტივების გაუფასურებისა და ლარის დევალვაციის გამო 2016 წლის შემდეგ „საქართველოს რკინიგზამ“ იზარალა. 2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ შეძლო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წელიწადის 547 მლნ ლარის მოგებით დასრულება. ამ თანხიდან სუფთა მოგება 52,7 მლნ ლარია.„საოპერაციო შემოსავლები კი 12%-ით გაიზარდა და 311 მილიონი ლარი შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.ეს უკავშირდება როგორც სატვირთო, ისე მგზავრთნაკადის გაზრდას.რკინიგზის თანამშრომლების ხელფასებისა და სხვა ხარჯების თანხამ აღნიშნულ პერიოდში 97 მლნ ლარი შეადგინა.კომპანიაში აღნიშნეს, რომ გასული წლის მესამე კვარტალში 12 ათასზე მეტ თანამშრომელს ხელფასი მოუმატეს, რაც აისახა სახელფასო ხარჯებში, ხოლო საშუალო ხელფასმა 1.300 ლარზე მეტი შეადგინა.იანვარ–ივნისში წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 59 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია 2021 წლის რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებით. ასევე გაუმჯობესდა ლიკვიდურობის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული ფულადი სახსრები 252 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს – 68 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის არსებულ ფულად სახსრებს – 40 მილიონი ლარით აღემატება.სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა” მფლობელია როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე.„საქართველოს რკინიგზა” „აღმოსავლეთი–დასავლეთის” სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი, 1.714 ხიდი, ბორნით გადაზიდვა.

ნახეთ მეტი
Back to top button