მთავარისაზოგადოება

სომხეთსა და არცახში გლოვის დღეა. სახელმწიფო სტრუქტურებში სრ დროშა დაშვებულია

 დღეს, 17 აგვისტოს და ხვალ, 18 აგვისტოს, სომხეთის რესპუბლიკაში გლოვის დღეებია. შესაბამისი გადაწყვეტილება სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ, 16 აგვისტოს მიიღო. სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას გლოვის დღეები გამოცხადდა. გლოვის დღეებში რესპუბლიკაში დაშვებულია ეროვნული დროშა, გადაიდება კონცერტები და სასიხარულო ღონისძიებები, გამოცხადებულია წუთიერი დუმილი. შეგახსენებთ, აფეთქება სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” 14 აგვისტოს, დაახლოებით 13:23 საათზე მოხდა. ერევნის სამედიცინო ცენტრებს 60-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან 7 აგრძელებს მკურნალობას, დანარჩენები კი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 16 ადამიანი, 2-ს ამ დრომდე ეძებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button