მთავარისაზოგადოება

წინასწარი შეფასებით, აფეთქებამდე „სურმალუს“ ტერიტორიაზე 4 ტონა ფეთქებადი მასალა იყო. საგანგებო სიტუაციების მინისტრი

მაშველები აგრძელებენ მოქალაქეების სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს სავაჭრო ცენტრი „სურმალუს“ შენობის იმ ნაწილში, რომელიც არ ჩამოინგრა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა საგანგებო სიტუაციების მინისტრმა არმენ ფამბუხჩიანმა.

 „ამჟამად, საჭიროების შემთხვევაში, ზოგან ნაწილობრივ გაგრილების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარეობს ინტენსიურად დაგროვილი ნანგრევების გადატანა და პარალელურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები“, – განაცხადა მინისტრმა.

არმენ ფამბუხჩიანის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟის საკითხს განიხილავენ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა კვლავ იყოს ფეთქებადი მასალები სარდაფში, სათავსოებში, მინისტრმა თქვა, რომ ტერიტორიის 50-60 პროცენტი უკვე გაწმენდილია და ასეთი მასალები რომ ყოფილიყო, აქამდე აღმოჩენილი იქნებოდა. „წინასწარი შეფასებით, აფეთქებამდე 4 ტონა იყო“, – დასძინა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button