საზოგადოება

არსებობს ჰიპოთეზა რომ აფეთქება გაუფრთხილებლობით მოხდა

სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ რა ინფორმაციაა სავაჭრო ცენტრ „სურმალუს“ აფეთქების შემდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.  საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა არგიშტი ქიარამიანმა განაცხადა, რომ არსებობს სხვადასხვა ჰიპოთეზა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც დაადასტურებენ  ტერორიზმის ან სხვა განზრახ დანაშაულის არსებობას.

ნახეთ მეტი
Back to top button