მთავარიპოლიტიკა

ირანი ნებისმიერ ფასად დაუპირისპირდება ე.წ „დერეფანს“ – ირანოლოგი

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის სიტყვები სომხეთ-ირანის საზღვრის გადაკეტვის მცდელობების მიუღებლობაზეა, უფრო კონკრეტულად კი თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ გაჟღერებული  ე.წ. „დერეფნის“ იდეაზე. ამის შესახებ ირანოლოგმა ემა ბეგიჯანიანმა „არმპრესსთან“ საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტი რაისის განცხადება აშკარად თურქეთისა და აზერბაიჯანისკენ იყო მიმართული.

„ასე მესმის ირანის პრეზიდენტის სიტყვები, რომ საზღვრების შეცვლა, ანუ ეგრეთ წოდებული „დერეფანი“ მათი წითელი ხაზია და ნებისმიერ ფასად შეეწინააღმდეგებიან. ამ საერთო სურათში ეს ნიშნავს, რომ ირანი არ გამორიცხავს სამხედრო ინტერვენციასაც კი. ლაჩინის დერეფნის გადატანაც, რა თქმა უნდა, არასასურველია ირანისთვის, მაგრამ არ ჩარეულა. მაგრამ თუ სომხეთზე ზეწოლა მოხდება, ის ამ საქმეში ჩაერევა“, – აღნიშნა ირანოლოგმა ექსპერტმა.

მეტიც, ეგრეთ წოდებულ „დერეფანს“, რომლითაც აზერბაიჯანს სურს ნახიჩევანთან და თურქეთთან სახმელეთო კავშირის დამყარება, ანალიტიკოსის აზრით, ახლა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევზე მეტად სჭირდება, რადგან წინ 2023 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ელდება, რომელშიც ერდოღანი თითქმის დამარცხებულია და ეს „დერეფანი“ არის ის კოზირი, რომლითაც ნეოოსმალური და პანთურქისტული იდეებით შეპყრობილ ერდოღანს შეუძლია ხმების შეგროვება, თურქების ნაციონალისტურ განწყობებთან თამაში. ის დაჰპირდა მათ „300 მილიონი თურქის დაკავშირებას“. ასე განმარტავს ირანოლოგი ემა ბეგიჯანიანი თურქეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკაში მიმდინარე ტენდენციებს.

ემა ბეგიჯანიანმა აღნიშნა, რომ თავის მხრივ, ირანს აქვს გზა თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, მაგრამ ირანისთვის ისინი არასანდოა და ირანს სჭირდება ალტერნატიული გზები საქართველოსთან, რუსეთთან და ევროპასთან დასაკავშირებლად. ამ თვალსაზრისით, სომხეთი, როგორც ცალსახად მეგობარი ქვეყანა და საიმედო პარტნიორი, შეუცვლელია ისლამური რესპუბლიკისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button