მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანთან გაზის შეთანხმება ეწინააღმდეგება ბლოკის მიზნებსა და ადამიანის უფლებებს: HRW-ის აღმასრულებელი დირექტორი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ როტმა ევროპა დაადანაშაულა ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და ბლოკის მიზნების დარღვევაში აზერბაიჯანთან გაზის გარიგების დადებისას.

„რუსული გაზის ჩანაცვლების მცდელობისას ევროკავშირმა დადო მორიგი გაზის შეთანხმება ავტორიტარულ მთავრობასთან, ამჯერად აზერბაიჯანთან, „ბლოკის კლიმატის მიზნებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების საწინააღმდეგოდ“, – დაწერა როტმა ტვიტერზე. შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც გააორმაგებს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდებას.

ნახეთ მეტი
Back to top button