ეკონომიკა

ირანის გზავნილი სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელის მიცემის შესახებ  – რას გეგმავს მეზობელი?

ირანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, დააკმაყოფილოს  ზღვაზე გასასვლელის არ მქონე  8 ქვეყნის, მათ შორის სომხეთის სატრანზიტო საჭიროებები. 32 განვითარებადი ქვეყნიდან რვას, მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს და ავღანეთს, აქვთ მჭიდრო ორმხრივი და მრავალმხრივი სატრანზიტო ურთიერთობა ირანთან.

ენერგეტიკული გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტი არმენ მანველიანი

„რადიოლურის“ თანამოსაუბრის, ენერგეტიკული გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში არმენ მანველიანის თქმით, ირანის მზადყოფნა თურქულ-ირანული კონკურენციის ფარგლებში უნდა განვიხილოთ. გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში, ეს ქვეყანა ცდილობს კომპეტენტურად გადააყენოს საკუთარი თავი.

სომხეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში არ სარგებლობდა ზღვაზე წვდომით, რადგან თურქეთმა, საიდანაც სომხეთს  შეეძლო გასვლა შავ და ხმელთაშუა ზღვებზე, ჩაკეტა საზღვრები, ფაქტობრივად ჩამოართვა სომხეთს გაეროს კონვენციებით განსაზღვრული უფლებები.

რას შეცვლის  ირანის შეთავაზება 8 ზღვაზე გასასვლელის მაძიებელი  ქვეყნის სატრანზიტო საჭიროებების დასაფარად რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში?

„რადიოლურის“ თანამოსაუბრის თქმით, ირანული მხარის განცხადებას აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე მკაფიო პოლიტიკური კომპონენტი. „ამით ირანი კეთილი ნების გამოვლენით უზრუნველყოფს აღნიშნული რვა ქვეყნის „დიდ ზღვაზე“ გასვლას. რეგიონის ქვეყნებს შორის უზბეკეთი ყველაზე დაუცველ მდგომარეობაშია, ამ ქვეყანას აქვს ორმაგად ბლოკირებული ქვეყნის სტატუსი, რადგან უზბეკეთის ყველა მეზობელი სახელმწიფო არის ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნები, ამიტომ ამ კონტექსტში ასეთი შეთავაზებით სარგებლობის შესაძლებლობა მეტად მნიშვნელოვანია.

ენერგეტიკული გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი არმენ მანველიანი სავაჭრო-ეკონომიკურ კომპონენტზე საუბრისას ზღვაზე წვდომის ფასს ახსენებს და ამბობს, რომ ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ხელმისაწვდომ ფასს  შესთავაზებს ირანი, მაშინ  ბევრი ისარგებლებს ირანული მხარის შეთავაზებით, მიიჩნევს ექსპერტი.

რა შეიძლება მოიგოს სომხეთმა?

„სომხეთი ახორციელებს თავის ძირითად სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან და ნაწილობრივ ევროკავშირთან. იმისათვის, რომ სომხურმა მხარემ შეძლოს ამ მიმართულებითაც ისარგებლოს, საჭიროა აქტიური როლი ვითამაშოთ ინდოეთის და ჩინეთის ბაზრებზე. სომხეთი ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს გზით სარგებლობს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გვაძლევს ზღვაზე გასასვლელს და გვაძლევს პორტებით სარგებლობის შესაძლებლობას. სპარსეთის ყურედან სამხრეთისკენ მიმავალი რკინიგზის გამოსაყენებლად საჭიროა გარკვეული ლოგისტიკური პრობლემების მოგვარება, კერძოდ, ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საქონლის ნაწილის გაგზავნა. აზიის ბაზრებზე“. არმენ მანველიანის თქმით, თუ ეს პრობლემები სახელმწიფო დონეზე მოგვარდება, სომხურ მხარეს ხელშესახები სარგებელი ექნება.

ნახეთ მეტი
Back to top button