საზოგადოება

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებული სამივე პირი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

,,მთვარი არხი” წერს, რომ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებული სამივე პირი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.  ადვოკატები მათ გათავისუფლებას 5 -5 ათასლარიანი გირაოთი ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2022 წლის 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად  გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

ნახეთ მეტი
Back to top button