პოლიტიკა

 რამდენად არის რეგიონში ყურადღების ცენტრში სომხურ-აზერბაიჯანული დღის წესრიგი? განმარტავს ექსპერტი

არცახში სიტუაციის შემდგომი გამწვავების პარალელურად, რეგიონშიც მოვლენები  დუღს და გადადუღს. ამ  თემაზე ტელეკომპანია Factor TV-ი  რეგიონულ საკითხებში ექსპერტ არმენ პეტროსიანს ესაუბრა.

ექსპერტის მოსაზრებით, რეგიონში სომხურ-აზერბაიჯანული დღის წესრიგი ყურადღების ცენტრშია იმდენად, რამდენადაც ამ არეულ  ვითარებაში ჩვენს რეგიონში ვითარების დათბობამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნას ამ სახელმწიფოებს. პეტროსიანმა აღნიშნა, რომ, მაგალითად, რუსეთი უბრუნდება ამ საკითხს მხოლოდ მაშინ როდესაც წამოიჭრება სამშვიდობოებთან დაკავშირებული პრობლემები და  სომხური მხარე შეშფოთებას გამოთქვამს.  დღეს ირანულ მხარესაც აქვს სერიოზული პრობლემები, ყოველ შემთხვევაში, დაკავებულია მისთვის მნიშვნელოვანი ბირთვული შეთანხმების პროცესით. სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხს კი უბრუნდება, როცა გრძნობს, რომ სომხეთ-ირანის საზღვარზე მათ მიერ გამოცხადებული წითელი ხაზის შეცვლის ან გაუქმების პრობლემა შეიძლება წარმოიშვას.

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხს ეხება და ჰყავს მხარდამჭერი მოკავშირე, არის აზერბაიჯანი.

„აზერბაიჯანისთვის ეს რჩება ყველაზე სერიოზულ გარე პრობლემად, სრულიად განუხორციელებელ პროექტად. აზერბაიჯანი კი მიზანმიმართულად მუშაობს ამ საკითხზე და სარგებლბს  თურქეთის მხარდაჭერით. და ჩვენ ვხედავთ, რომ, ყველაფრის მიუხედავად წარმატებას აღწევს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ აზერბაიჯანი თავისი გეგმის განხორციელებას ვერ ახერხებს. იქნება ეს სოფელ-სოფელ, რაიონ-რაიონ, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს არცხის პრობლემა ისე დაასრულოს, როგორც მათ სურთ. და ამას გარდა, ამბიციები სომხეთის სუვერენული ტერიტორიების მიმართ უკვე საგნობრივ ეტაპზე გადადის“, – განაცხადა ექსპერტმა არმენ პეტროსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button