ანალიტიკა

საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება. ტოპ-5 ქვეყანა

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში თავშესაფარი 804-მა უცხოელმა მოითხოვა, რაც 68-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. როგორც იუწყება „არმენპრესი“, ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველოში პირველ ადგილზე უკრაინის მოქალაქეები არიან, შემდეგ ირანისა და თურქეთის მოქალაქეები.

რუსები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამეულში იყვნენ, მეოთხე პოზიციაზე არიან. სულ რაღაც ნახევარ წელიწადში უკრაინის 368-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი საქართველოში, მაშინ როცა მთელ 2021 წელს მხოლოდ სამი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. მეორე ადგილზე თურქეთის მოქალაქეები არიან. ექვსი თვის განმავლობაში დარეგისტრირდა 96 მოთხოვნა, რაც 41-ით ნაკლებია 2021 წლის მონაცემებზე. მესამე ადგილს ირანის მოქალაქეები იკავებენ. ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფარი 79-მა ადამიანმა მოითხოვა. გასული წლის განმავლობაში ირანის მოქალაქეებისგან 125 მოთხოვნა შევიდა. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, მათგან 54 განცხადება შევიდა. ეს რიცხვი უკვე შედარდა მთელი 2021 წლის მაჩვენებელს. ეგვიპტე ბოლო ადგილს იკავებს იმ ქვეყნების ტოპ-5-ში, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ. ნახევარი წლის განმავლობაში ასეთი 27 ადამიანი იყო. 2021 წელს ეგვიპტის მოქალაქეებისგან თავშესაფრის 35 მოთხოვნა დარეგისტრირდა, იტყობინება Sputnik.

ნახეთ მეტი
Back to top button