მთავარისაზოგადოება
სომხეთი მზადაა სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაწყებად. ვაჰრამ დუმანიანი

წელს ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ქართულის სწავლება სომხეთის ზოგიერთ სკოლაში. ამის შესახებ 18 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა. მისი თქმით, სწავლება არ იქნება სავალდებულო. საუბარია არა მხოლოდ რესპუბლიკის საზღვრისპირა რეგიონებში მდებარე სკოლებზე“, – განაცხადა დუმანიანმა. მინისტრის თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.