საზოგადოება

„სურმალუს“ აფეთქების შედეგად საავადმყოფოებში მკურნალობას აგრძელებს 4 ადამიანი. სამედიცინო დახმარება ეწევა უფასოდ

14 აგვისტოს სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” რეგისტრირებული აფეთქების შედეგად 4 დაშავებული მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას განაგრძობს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა სრ ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ყველა გამოჯანმრთელდება.

ზოგადად, აფეთქების შემდეგ სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებებით სამედიცინო ცენტრებში გადაყვანილ იქნა ან მიმართა 62 მოქალაქემ, მათგან 58 გამოჯანმრთელების შემდეგ გაეწერა.

„ძირითადად დაზიანებები იყო მოტეხილობა, ნატეხებისგან მიყენებული ჭრილობები, ნაკაწრები, დამწვრობა. ყველამ მიიღო სრული სამედიცინო დახმარება. მათი უმეტესობა პირველივე დღესვე გაგზავნეს სახლში, ადგილზე სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ. ვისაც დამატებითი ჩარევები, ოპერაციები დასჭირდა, ყველაფერი წარმატებით ჩატარდა“, – აღნიშნა ავანესიანმა. მისი თქმით, სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში ყველა სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ იყო გაწეული. ავანესიანმა ასევე დასძინა, რომ თუ აფეთქების შედეგად დაზარალებულებს უწყვეტი სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ, ისინი ამ სამედიცინო დახმარებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button