კულტურამთავარი

Starmus  IV  – „ვეძებთ კაცობრიობის მომავალს ვარსკვლავებში“

ოდესმე წარმოგიდგენიათ, რომ დადგება დღე, როცა მთვარეზე ფრენები ისეთივე ჩვეულებრივი და ყოველდღიური იქნება, როგორც ერევანი-მოსკოვი ან პარიზი-ნიუ-იორკის ფრენები? და წარმოგიდგენიათ, რომ დადგება დღე, როცა კაცობრიობას მოუწევს დატოვოს პლანეტა დედამიწა და ეძებოს თავისი „სახლი“ სხვა ვარსკვლავების გარშემო, რათა შეინარჩუნოს არსებობა? ეს იდეები, რომლებიც ერთი შეხედვით სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, ბოლო წლებში უფრო ხშირად განიხილება პროფესიულ საზოგადოებაში. Starmus IV გახდა უნიკალური პლატფორმა ამ და სხვა საკითხების განსახილველად დარგის საუკეთესო წარმომადგენლებისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ შეკრიბა მეცნიერების, მუსიკისა და ხელოვნების მოყვარულები ერთ ჭერქვეშ.

Starmus  IV    –   „სიცოცხლე და კოსმოსი“

სტარმუსის მეოთხე ფესტივალი 2017 წლის 18-23 ივნისს გაიმართა. ამჯერად ფესტივალმა გეოგრაფია შეიცვალა და ესპანეთიდან ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმში გადაინაცვლა. Starmus IV გაიმართა თემაზე „სიცოცხლე და კოსმოსი“.

ნორვეგიაში ჩატარებული ფესტივალი შემადგენლობითა და მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო იყო. მთავარი მომხსენებელი, ისევე როგორც წინა ორის შემთხვევაში, იყო მეცნიერების „როკ ვარსკვლავი“ სტივენ ჰოკინგი. მონაწილეებს შორის იყო 10 ასტრონავტი, მათ შორის  ისინი ვინც მთვარეზე ფეხი დაადგეს: ბაზ ოლდრინი, ჩარლი დიუკი, ჰარისონ შმითი, 11 ნობელის პრემიის ლაურეატი, მეცნიერები, ოსკაროსანი კინორეჟისორი ოლივერ სტოუნი, გამოჩენილი ჟურნალისტი ლარი კინგი და სხვები. დელეგატების რაოდენობა ამ წელს 2300-ზე მეტი იყო.

სამი ლეგენდარული ასტრონავტი ერთ სცენაზე

სამი ლეგენდარული ასტრონავტი „აპოლონ 11“ -ის  ასტრონავტი ბაზ ოლდრინი, მეორე ადამიანი, რომელიც მთვარეზე დადიოდა – „აპოლონ 16“-ის  ასტრონავტი ჩარლი დიუკი და უკანასკნელი ადამიანივინც მთვარეზე იყო „აპოლონ 17“-ის ასტრონავტი  ჰარისონ შმიდტი, პირველად გამოჩნდნენ ერთ სცენაზე. დისკუსიის ფარგლებში, სახელწოდებით „მთვარეზე და მის საზღვრებს მიღმა“.

სამი ამერიკელი ასტრონავტი, რომლებიც მთვარეზე დადიოდნენ, იხსენებენ თავიანთი მისიების გასაოცარ დეტალებს

ასტრონავტები მოუთხრობდნენ მთვარეზე თავიანთი მისიების, მათი შესანიშნავი და ზოგჯერ სასაცილო ეპიზოდების შესახებ. დიუკმა, რომელიც ხუმრობდა, რომ მთვარეზე დაშვების შემდეგ დაახლოებით 900-ჯერ გამოიყენა ფრაზა „ფანტასტიკური“, თქვა:

„როდესაც უყურებ მთვარის ძირითადად ნაცრისფერ პეიზაჟს, შემდეგ ახედავ და ჰორიზონტს უყურებ, მკვეთრი ჰორიზონტის მიღმა, მთვარის ზედაპირის ზემოთ, მხოლოდ შავი ცაა, ფიქრობ – „რა ლამაზიკონტრასტია“. მერე კი საკუთარ თავს ეუბნები – „მე მთვარეზე ვარ და ვეღარ ვძღები ამით“.

შმიტმა, ერთადერთმა მეცნიერმა, რომელიც იმყოფებოდა მთვარეზე, ისაუბრა მარსზე ადამიანების გაგზავნის მნიშვნელობაზე და თქვა: „მარსი კაცობრიობის აშკარა მიზანია. საკითხავია, რომელია ყველაზე სწრაფი და ნაკლებად სარისკო გზა? ჩემი აზრით, ეს შესაძლებელი გახდება მთვარის მეშვეობით. ჩვენ უნდა ჩავრთოთ ახალგაზრდების ორი ან სამი თაობა, რომლებმაც უნდა ისწავლონ, როგორ გაუმკლავდნენ ღრმა კოსმოსურ რისკებს, რომლებიც ძალიან განსხვავდება ორბიტალური რისკებისგან. სწორედ ამ მიზეზით არის მნიშვნელოვანი მთვარე. ვფიქრობ, მთვარე არის კრიტიკული გზა, რომელიც ადამიანებს მარსზე მიიყვანს.

მისი ეს აზრი დიუკმა გაიზიარა  და თქვა: „ჩვენ ყველაფერი მთვარედან უნდა დავიწყოთ, გამძლე და განახლებადი სისტემების შემუშავება. როცა მარსზე მივალთ, არსებითად ავტონომიები ვიქნებით. როცა იქიდან იტყვი: “გამარჯობა, ჰიუსტონ”, ჰიუსტონი 10-15 წუთის განმავლობაში ვერ გიპასუხებთ.  მესმის ხალხის კითხვა, რატომ ვხარჯავთ ამდენ ფულს მთვარეზე? მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენ არც ერთი პენი არ დაგვიხარჯავს მთვარეზე, მთელი ეს ფული დაიხარჯა შეერთებულმა  შტატებმა ან ევროპამ, სადაც ჩვენ გვაქვს კონტრაქტები.

მეორე ადამიანი მთვარეზე, ბაზ ოლდრინი, რომელიც მონაწილეობდა დისკუსიაში სახლიდან, ფლორიდიდან და ეცვა მაისური წარწერით “Get your ass to Mars”, ხაზი გაუსვა მარსისკენ მიმავალ გზაზე კოსმოსის გამოკვლევის უნარიან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დამყარების მნიშვნელობას.  აღნიშნა, რომ სხვა ქმედუნარიანი ქვეყნების გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

კაცობრიობა განწირულია დატოვოს პლანეტა დედამიწა

კაცობრიობას მომავალში პლანეტა დედამიწის დატოვება მოუწევს. ბრიტანელმა ფიზიკის თეორეტიკოსმა სტივენ ჰოკინგმა ეს განცხადება Starmus IV-ის კონტექსტში გააკეთა სახელწოდებით „კაცობრიობის მომავალი“.  ამჯერად ჰოკინგი ფესტივალში ვიდეოკავშირის  საშუალებით მონაწილეობდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მის სიტყვებსა და იდეებზე  ათასობით ადამიანის ყურადღება მიეპყრო.

ჰოკინგმა მოუწოდა წამყვან ქვეყნებს, გაგზავნონ ასტრონავტები მთვარეზე 2020 წლისთვის, ააშენონ იქ მთვარის სადგური მომდევნო 30 წლის განმავლობაში და გაგზავნონ ადამიანები მარსზე 2025 წლისთვის. მეცნიერის თქმით, ეს ახალ მუხტს მისცემს კოსმოსურ პროგრამას, გახდება ახალი ალიანსების გაჩენის მიზეზი და კაცობრიობას საერთო მიზნის განცდას მისცემს.

ჰოკინგი საუბრობს კაცობრიობის დედამიწის დატოვების გარდაუვალ პერსპექტივაზე

„კოსმოსური გაფართოება მთლიანად შეცვლის კაცობრიობის მომავალს. ვიმედოვნებ, რომ ის კონკურენტ ქვეყნებს ერთი მიზნის გარშემო გააერთიანებს, რათა ყველა ჩვენგანი საერთო გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით“, – განაცხადა ჰოკინგმა. მისი თქმით, ადამიანის მონაწილეობით კოსმოსში მოგზაურობა საკვანძოა კაცობრიობის მომავლისთვის, რადგან პლანეტა დედამიწას ემუქრება როგორც კლიმატის ცვლილებები, ასევე ბუნებრივი რესურსების ამოწურვა.

„სივრცით არ ვართ კმაყოფილი და ერთადერთი ადგილი, სადაც შეგვიძლია წასვლა, სხვა სამყაროა. დროა შევისწავლოთ სხვა მზის სისტემები. გავრცელება შეიძლება იყოს ერთადერთი ვარიანტი, რომელიც გადაგვარჩენს საკუთარ თავს. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებმა დედამიწა უნდა დატოვონ. დედამიწის დასატოვებლად კი კონცენტრირებული ძალისხმევაა საჭირო, ყველა  უნდა ჩაებას საქმეში. ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ კოსმოსური მოგზაურობის ენთუზიაზმი, რომელიც არსებობდა 60-იანი წლების დასაწყისში“, – თქვა ჰოკინგმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაცობრიობას არ აქვს მომავალი დედამიწაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

პროფესორმა აღნიშნა, რომ არსებობს არამიწიერი (extraterrestrial) აპოკალიფსები, რომლებიც გარანტირებულია ფიზიკისა და ალბათობის თეორიებით, მაგალითად, ასტეროიდები, დედამიწის კლიმატის ცვლილებები, ყინულის ფენების დნობა, ცხოველთა სახეობების გადაშენება, ბუნებრივი რესურსების ამოწურვა და ა.შ. რაც ძალიან სახიფათოა.

მეცნიერის თქმით, პლანეტების კოლონიზაცია უკვე აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. მან აღნიშნა, რომ პროქსიმა B პლანეტა ალფა კენტავრის სისტემაში პერსპექტიული სამიზნეა და დასძინა: „თუკი კაცობრიობამ უნდა გააგრძელოს არსებობა კიდევ მილიონი წლის განმავლობაში, მაშინ ჩვენი მომავალი არის თამამად წასვლა იქ, სადაც აქამდე არავინ ყოფილა. იმედით ვარ სავსე. სხვა გზა არ გვაქვს“.

„The Spacewalker“ –  ფილმი ერთი შეხედვით წარმოუდგენელი საბჭოთა კოსმოსური პროგრამის განხორციელების  შესახებ

Starmus IV-ის ფარგლებში ნორვეგიაში შედგა ფილმის „The Spacewalker“-ის ევროპული პრემიერა ლეგენდარული საბჭოთა კოსმონავტის ალექსეი ლეონოვის შესახებ, პირველი ადამიანი, ვინც კოსმოსში გავიდა. ფილმი მოგვითხრობს 1960-იან წლებზე, როდესაც საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები ცივი ომის დროს ცხელ კოსმოსურ რბოლაში იმყოფებოდნენ. სწორედ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა პირველი ორი ასტრონავტის კოსმოსში გაგზავნა. ფილმი მოგვითხრობს იმ გამოწვევებზე და რისკებზე, რომელთა დაძლევის შემდეგ საბჭოთა კოსმონავტიკის მორიგი არარეალური და უკიდურესად საშიში ინიციატივა რეალობად იქცევა.

ლეონოვი პირადად მონაწილეობდა ფილმის დიზაინსა და გადაღებაში. „Spacewalker“-ი  მიეძღვნა პაველ ბელიაევის ხსოვნას, მეორე  კოსმონავტის, რომელიც მონაწილეობდა „Voskhod-2“-ის  მისიაში ლეონოვთან ერთად 1965 წელს.

მეცნიერებიდან მუსიკასა და კინომდე –  სტივენ ჰოკინგის მედლის მფლობელები

Starmus IV-ის ფარგლებში მეორედ გადაეცა სტივენ ჰოკინგის მედლები, რომლითაც ჯილდოვდებიან  მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის სამ კატეგორიაში: მეცნიერება, ხელოვნება და კინო.

ერთ-ერთი მედალი მიენიჭა ასტროფიზიკოსს ნილ დე გრას ტაისონს სატელევიზიო შოუების, წიგნებისა და ლექციების საშუალებით მეცნიერების გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის. ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ „მისმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო მეცნიერების პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში, ახალი ენთუზიაზმი და ინტერესი შემოიტანა სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებში“.

სტივენ ჰოკინგის მედლის მფლობელები 2017 წელში

კინოს დარგში მედალი მიენიჭა სიტკომს („The Big Bang Theory – დიდი აფეთქების თეორია“), ხოლო ხელოვნების დარგში მედალი ფრანგ კომპოზიტორს, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიჩნეულ ჟან მიშელ ჟარს გადაეცა.

ასტრონავტი უყურებს მზის ამოსვლას საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

ფესტივალის დასკვნითი სიტყვა ამერიკელმა კოსმონავტმა ტერი ვირტსმა (Terry Virts) წარმოთქვა. მან ორი ფრენა განახორციელა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს Endeavor და Roscosmos-ის Союз ТМА-15М კოსმოსური ხომალდით, იყო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეთაური და სულ 200 დღე გაატარა კოსმოსში.

მან წარმოადგინა კოსმოსში გატარებული დღეები და მისიის დეტალები. ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნის დროს გადაიღო 300 000-ზე მეტი ფოტო, რომლებიც გაეგზავნა NASA-ს და გამოყენებული  იქნა  IMAX-ის ფილმში „A Beautiful Planet“, რომლის პრემიერაც შედგა 2016 წლის აპრილში. ვერტსმა იხუმრა, რომ კოსმოსურ სადგურზე ყოფნის დროს NASA-ს თანამშრომლებს ბევრი შრომა მოუწიათ, რადგან მანამდე მათთვის არავის გაუგზავნია ამხელა კადრები კოსმოსიდან.

ვერცმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

დედამიწაზე ცხოვრება ყოველთვის არ არის სახალისო. ყველა ადამიანი ცდება, ყველა ადამიანს აქვს პრობლემები. ბოლო წლებში, როცა რაღაც ცუდი ხდება, თვალებს ვხუჭავ და გონებრივად გადავდივარ სამყაროში, ვფიქრობ მზის ამოსვლაზე ან ჩასვლაზე, რომელიც იქ ვნახე. მერე ვიწყებ ფიქრს, რომ მილიარდობით ასეთი მზის ამოსვლა და ჩასვლა ყოფილა და მომავალშიც მილიარდები იქნება. სადღაც დედამიწაზე ეს ახლაც ხდება. როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც ხდება ან პრობლემა მაქვს, ძალაუნებურად ფიქრებით გადავინაცვლებ იქ და ვეუბნები ჩემს თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდად გამოიყურება ყველაფერი, უფრო დიდ წარმოსახვაში ყველაფერი არც ისე ცუდია. ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლოა ახლა ყველაფერი საშინლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხვალ მზე კვლავ ამოვა… და თუ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხართ, მზე 90 წუთში ამოვა“.

ნახეთ მეტი
Back to top button