გაეროს ოფისმა სომხეთში და Starmus VI სომხეთის საერთაშორისო ფესტივალმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს
გაეროს ოფისმა სომხეთში და Starmus VI სომხეთის საერთაშორისო ფესტივალმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მემორანდუმის თანახმად, გაერო გახდა STARMUS VI ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაცია სომხეთში, რაც ნიშნავს, რომ მხარეები გააერთიანებენ ძალისხმევას სომხეთში მეცნიერების პოპულარიზაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით, რითაც უზრუნველყოფენ STARMUS ფესტივალის მთავარ მიზანს: შთააგონოს და გაანათლოს მკვლევართა თაობა და ხელახლა უბიძგოს მათ ახალი აღმოჩენებისკენ.
2022 წლის 5-დან 10 სექტემბრამდე სომხეთში გაიმართება ფესტივალი, „STARMUS VI. 50 წელი მარსზე“ და მიეძღვნება მარსსზე კოსმოსური სადგურის Mars 3 პირველი რბილი დაშვების 50 წლისთავს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს კონგრესებისა და კონფერენციების სერიას, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, სამეცნიერო ბანაკებს.