ეკონომიკა

საქართველომ ელექტროენერგია მიჰყიდა თურქეთს

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 64 780 მილიონი დოლარის ელექტროენერგია გაყიდა და წინა წელთან შედარებით ზრდა 337,3 პროცენტია.

შესაბამისად, მიმდინარე წელს ელექტროენერგია ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ტოპ ათეულში მოხვდა.

რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, 2022 წლის მე-7 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი 60, 229 მილიონი დოლარის ელექტროენერგია თურქეთს მიჰყიდა, მეორე ადგილზე სომხეთია 3,980 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აზერბაიჯანი 569 700 დოლარით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს არასოდეს გაუყიდია ასეთი დიდი მოცულობის ელექტროენერგია.

ნახეთ მეტი
Back to top button