საზოგადოება

ქართველი კასკადიორი ჰოლივუდში კასკადიორთა დაჯილდოებაზეა წარდგენილი – “კინგსმენის” ბრძოლის სცენაში მან ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა”

,,ამბები.გე” წერს, რომ ქარ­თვე­ლი კას­კა­დი­ო­რი ლაშა მძი­ნა­რაშ­ვი­ლი ჰო­ლი­ვუდ­ში, ტა­უ­რუ­სის მსოფ­ლიო კას­კა­დი­ორ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე სა­უ­კე­თე­სო ბრძო­ლის სცე­ნის კა­ტე­გო­რი­ა­შია წარ­დგე­ნი­ლი, “კინგსმენ­ში” შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მთა­ვა­რი საბ­რძო­ლო ეპი­ზო­დის­თვის. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

“წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ ლაშა მძი­ნა­რაშ­ვილს, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუდ­ში ტა­უ­რუ­სის მსოფ­ლიო კას­კა­დი­ორ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე სა­უ­კე­თე­სო ბრძო­ლის სცე­ნის კა­ტე­გო­რი­ა­შია ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი! სა­უ­ბა­რია “კინგსმე­ნის” მთა­ვარ საბ­რძო­ლო სცე­ნა­ზე, სა­დაც ლა­შამ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ელე­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა.

ქარ­თუ­ლი კი­ნოს ინ­დუსტრი­ას ამე­რი­კის სა­ელ­ჩო მხარს უჭერს USAID-ის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი­თა და კულ­ტუ­რუ­ლი გრან­ტე­ბით.

სხვა­თა შო­რის, ამა­ვე და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლია “ფორ­სა­ჟი 9″, რომ­ლის ნა­წი­ლით თბი­ლის­ში გა­და­ი­ღეს”, – ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნახეთ მეტი
Back to top button