მთავარიპოლიტიკა

დღეს სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების დღეა

32 წლის წინ, 1990 წლის 23 აგვისტოს, სომხეთის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელმაც გამოაცხადა სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესის დასაწყისი.

დეკლარაციის მიღებისთანავე, 24 აგვისტოს, „სომხეთის დამოუკიდებლობის შესახებ“ დეკლარაციის საფუძველზე, სსრკ-ის უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სომხეთის რესპუბლიკად ჩამოყალიბების შესახებ.  

„სომხეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც მინიჭებული აქვს  სახელმწიფო ძალაუფლების უზენაესობა, დამოუკიდებლობა, სრული უფლებებით. სომხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია და კანონები“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დამოუკიდებლობის გამოცხადება დაფუძნებული იყო  სომხეთის სსრ  უმაღლესი საბჭოსა და მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს 1989 წლის   „სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ“ 1 დეკემბრის ერთობლივ გადაწყვეტილებაზე.  

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სსრკ-დან გამოსვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შექმნის შესახებ,  ჩატარდა რეფერენდუმი. დამოუკიდებლობის კენჭისყრისას  სომხეთის მოქალაქეების 94,99%-მა დადებითი პასუხი  დააფიქსირა.

ნახეთ მეტი
Back to top button