მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა და რუსეთის ელჩმა სრ-ში განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები 

22 აგვისტოს სომხეთის  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ედვარდ ასრიანმა მიიღო რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საელჩოს თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა იგორ შჩერბაკოვმა.

სერგეი კოპირკინმა ედვარდ ასრიანს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა საპასუხისმგებლო მისიაში. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო თანამშრომლობასა და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button