
ორგანიზაცია Gallup International-მა სომხეთში 1005 მოქალაქეს შორის ჩაატარა გამოკითხვა.
კითხვაზე: როგორ აფასებთ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც მხარეებმა ერთმანეთს მიულოცეს ყურბან ბაირამის და ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული და ხაზი გაუსვეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დარეგულირების მნიშვნელობას. გამოკითხულთა 9,4%-მა უპასუხა “ერთმნიშვნელოვნად დადებითად “, 21.8%-მა უპასუხა „საკმაოდ დადებითად“, 9.8%-ს საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, 34.6%-მა თქვა, რომ ნამდვილად უარყოფითი იყო, 24.5%-ს კი გაუჭირდა პასუხის გაცემა: