ბათუმი და ირანის ქალაქი რეშტი პირდაპირი რეისებითაა დაკავშირებული

ირანული ავიაკომპანია Pars Air 28 აგვისტოდან რეგულარულ ჩარტერულ ფრენებს დაიწყებს ქალაქ ბათუმსა და რაშტს შორის. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ გამოცემა Avianews-ი იტყობინება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ივლისში 313 ათას 36 მგზავრს მოემსახურა, რაც 35,37 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ზაფხულის პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით ახორციელებს. „ვარაუდობენ, რომ ბილეთები ჰიბრიდული გზით გაიყიდება ტურისტული სააგენტოებისა და თავად ავიაკომპანიის მეშვეობით“, – იტყობინება Avianews კომპანია TAV Georgia-ზე დაყრდნობით. ფრენები კვირაობით კვირაში ერთხელ შესრულდება. CRJ 200 ტიპის თვითმფრინავები აჭარაში 25 სექტემბრამდე იფრენენ.
Pars Air არის კერძო ავიაკომპანია. ეს არის პირველი გენერალური რეგიონალური ავიაკომპანია ირანში. Pars Air-ს ჰყავს სამი კანადური წარმოების Bombardier CRJ200 თვითმფრინავი. ისინი თავად კომპანიას ეკუთვნის. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ის 1 მილიონ 515 ათას 988 მოქალაქეს მოემსახურა. ეს 121,56 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. თბილისის აეროპორტიდან 38 მიმართულებით ფრენებს დღეის მდგომარეობით 35 კომპანია ახორციელებს, იტყობინება Sputnik.