საზოგადოება

ბორჯომიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით, ტყის მასივზე გავრცელდა

,,მთავარი არხი” წერს, რომ ხუთი დღეა ბორჯომში გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივზე გავრცელდა. არსებული ცნობით, ხანძრის დასახლებულ პუნქტებამდე მისვლის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს.

მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. დილიდან ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო თურქეთის 3 თვითმფრინავი.

შსს-ს ცნობით, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.

სპეციალურ სამსახურებს ეხმარება ადგილობრივი მოსახლეობაც.

ნახეთ მეტი
Back to top button