მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა პრობლემის ყოვლისმომცველი მოგვარების მომხრეა. ანდრეა ვიქტორინი

ევროკავშირი დაინტერესებულია კონფლიქტის მხარეთა შერიგებით და მთიანი ყარაბაღის პრობლემის სტაბილური გადაწყვეტით. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა “არმენპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს პროგრესს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად.

ანდრეა ვიქტორინი დარწმუნებულია, რომ ამ კონტექსტში მეტი უნდა გაკეთდეს დარჩენილი ტყვეების დასაბრუნებლად, განაღმვის სფეროში პროგრესის მისაღწევად, ასევე დაკარგულთა მოსაძებნად.

„ჩვენ მივესალმებით ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებისკენ და ვართ კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მომხრე. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სამშვიდობო ხელშეკრულების მიმდინარე და მომავალ მოლაპარაკებებსა და შერიგების მცდელობებს სასაზღვრო საკითხებზე, რეგიონში საკომუნიკაციო კავშირების განბლოკვის შესახებ. 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროცესში უმაღლეს დონეზე, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სახით, სხვა არსებული ძალისხმევის გარდა, რათა ხელი შევუწყოთ სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზებას“, – განაცხადა ანდრეა ვიქტორინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button