მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთში განხორციელებული რეფორმების პროცესს – ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი სომხეთში

ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთში რეფორმების პროცესს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში, რაც მთავარია ჩვენი თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა “არსენპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა აცნობა, რომ ისინი ჩართულნი არიან ადამიანის უფლებათა დაცვის 2020-2022 წლების ეროვნულ სტრატეგიაში. სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„სომხეთი რე3ფორმების გატარებისას ხელმძღვანელობს  ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებით (CEPA). ამიტომაც, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სასამართლო, ანტიკორუფციული და პოლიციის რეფორმის პროცესში. სასამართლო რეფორმის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის რეგულარული ტრანში, რომელიც 8 მილიონ ევროზე მეტია, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა. ეს არის მართლმსაჯულების სისტემაში შესრულებული სამუშაოს ხარისხის დასტური. ევროპულმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გააგრძელონ თანამშრომლობა მართლმსაჯულების სფეროში, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ წინა თანამშრომლობა შეფასდება წარმატებულად. ეს ნიშნავს, რომ სომხეთი ახორციელებს აღებულ ვალდებულებებს.  ამ დროისთვის ამ მიმართულებით ვამზადებთ საბიუჯეტო მხარდაჭერის ახალ პროგრამას და ვიმედოვნებთ, რომ ის წლის ბოლომდე დამტკიცდება“, – განაცხადა ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა.

მისი თქმით, პროგრამა „თვინინგის“  დაწყება უკვე გამოცხადებულია. პროექტი მიზნად ისახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ხორციელდება კორუფციის პრევენციის კომისიასთან, იუსტიციის სამინისტროსთან და გერმანიიდან და ლატვიიდან მოწვეულ ექსპერტებთან ერთად.

ნახეთ მეტი
Back to top button