პოლიტიკა

როგორ ეხმაურება საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ დღეს, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 31 წლის წინ, ამ დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო, რასაც სამი თვის შემდეგ რეფერენდუმიც მოჰყვა.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამოეხმაურნენ საქართველოშიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მათი სანიმუშო ბრძოლა თავისუფლებისთვის გამოკვეთს დამოუკიდებლობის დიდ ღირებულებას.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინას დამოუკიდებლობა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიულოცა. პრეზიდენტმა აღნიშა, რომ საქართველო და უკრაინა მოძმე ერები არიან, რომლებსაც მსგავსი გასაჭირი აქვთ:

„ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ყოველვთის ერთად ვიდგებით, დიდება უკრაინას“ – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი უკრაინელ ხალხს „ომის ამ მძიმე დროს მშვიდობას და კეთილდღეობას“ უსურვებს:

ნახეთ მეტი
Back to top button