საზოგადოება

საქართველოში მამაკაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში უმუშევრობის დონე 3,8 პროცენტით, ხოლო მამაკაცებში 4,0 პროცენტით შემცირდა, წერს aliq.ge. საქსტატის მონაცემებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებელი მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. 2022 წლის მეორე კვარტალში ქალებში აღნიშნული მაჩვენებელი 40,8 პროცენტი იყო, ხოლო მამაკაცებში – 64,2 პროცენტი. ზოგადად, საქართველოში უმუშევრობის დონე გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით 4,0 პროცენტით შემცირდა და 18,1 პროცენტი შეადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button