საზოგადოება

სრ სახელმწიფო ვალი 363 მილიარდი დრამით, დაახლოებით 900 მილიონი დოლარით შემცირდა

ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე გევორგ პაპოიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

„სრ დრამში წლის დასაწყისთან შედარებით.

– სრ სახელმწიფო ვალი 363 მლრდ დრამით (დაახლოებით 900 მლნ დოლარით) ანუ -8,2%-ით შემცირდა.

– მთავრობის ვალი 366 მილიარდი დრამით (დაახლოებით 900 მლნ დოლარით) ანუ – 8,7%-ით შემცირდა.

– მთავრობის საგარეო ვალი 585 მლრდ დრამით (დაახლოებით 1800 მლნ დოლარით) ანუ -19,7%-ით შემცირდა.

– მთავრობის შიდა ვალი 219 მილიარდი დრამით (დაახლოებით 547 მლნ დოლარით) ანუ 17,7%-ით გაიზარდა.

– ვალის საშუალო საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა 1%-ით და გახდა 5,68%. ჩვენი ვალის 25,4% შიდა ვალია, 74,6% საგარეო ვალი“.

ნახეთ მეტი
Back to top button