მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი სომხეთის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია –  ანდრეა ვიქტორინი

სომხეთის ბოლო წლებში  ეკონომიკურმა განვითარებებმა  ქვეყანას საშუალება მისცა მიაღწიოს წინსვლას, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით დაბალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების დონიდან ავიდეს მაღალი საშუალო შემოსავლის ქვეყნების დონეზე. ეს მოწმობს, რომ სომხეთში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა [“Armenpress”-თან) (https://www.armenpress.am/) ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის „განზოგადებული და დამატებითი პრეფერენციების სისტემის“ (GSP+) რეჟიმი, რომელიც სომხეთისთვის გასულ წელს დასრულდა, მიზნად ისახავდა ქვეყნის მდგრადი განვითარების მხარდაჭერას. ელჩმა განმარტა, რომ GSP-ის რეგულაციებისა და ევროკავშირის დებულებების მიხედვით, როდესაც ქვეყანა კლასიფიცირდება როგორც საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში და ერთი  გარდამავალი წლის განმავლობაში, ის კარგავს ცალმხრივი სავაჭრო შეღავათების უფლების  მქონე „GSP+“ის ბენეფიციარის სტატუსს.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2021 წელს იანვრიდან სომხეთმა შეწყვიტა იმპორტის ამ შეღავათიანი ტარიფების გამოყენება.

რაც შეეხება შედეგებს, ანდრეა ვიქტორინს მიაჩნია, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს GSP-ის დასრულება ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვაჭრობაზე.

„ამ დროისთვის ევროკავშირი არის სომხეთის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორი რუსეთის შემდეგ. მარეგულირებელი გარემოს გასაუმჯობესებლად და წარმოების უფრო მაღალი სტანდარტების დაწესების მიზნით, ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ახალ მექანიზმებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროპელ და სომეხ მწარმოებლებს. ჩვენ მოვუწოდებთ სომხურ კომპანიებს გაზარდონ საქონლისა და მომსახურების გაყიდვები, რაც ხელს შეუწყობს სომხეთში ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button