მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი სომხეთის ყველაზე დიდი დონორია   –  ანდრეა ვიქტორინი

ევროკავშირი სომხეთის ყველაზე დიდი დონორია. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთში რეფორმების პროცესს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული მართლმსაჯულების, პოლიციისა და ანტიკორუფციული რეფორმების სფეროში. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა [“Armenpress”] -თან (https://www.armenpress.am/)  ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა აცნობა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ბევრ პროგრამას, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკის განვითარებას სრ მოქალაქეების საკეთილდღეოდ, განსაკუთრებით რეგიონებში.

ევროკავშირი ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად აქტიურად უჭერს მხარს „მწვანე“ სოფლის მეურნეობის განვითარებას. ენერგოეფექტურობა სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია  „ევროკავშირი სევანისთვის“ (EU4Sevan), რომელსაც ახორციელებს გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის კომპანია GIZ. სომხეთში ჩვენ ვაფინანსებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის უფლებების, მოწყვლადი ჯგუფების დაცვისა და დამოუკიდებელი მედიის სფეროებში. სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება განათლების სექტორია. კულტურის სფეროში ვთანამშრომლობთ „Creative Europe“-თან, სომხეთში კულტურული პროექტების ინიცირებით. ევროკავშირი სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს „ერასმუს პლუსის“ პროგრამის ფარგლებში“, – განმარტა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეა ვიქტორინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button