მთავარიპოლიტიკა

ენტონი ბლინკენი – კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს

კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

როგორც 1tv.ge წერს, სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში.აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მიერ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერის დანიშვნის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

ნახეთ მეტი
Back to top button