ეკონომიკა

კონფერენციებისა და დისკუსიების შედეგად ყალიბდება ძლიერი ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ქერობიანი

რუსეთის საექსპორტო ცენტრის (АО „РЭЦ“) მიერ ორგანიზებული რუსული კომპანიების მრავალსექტორული ბიზნეს მისია ერევნის ცენტრში „მოსკოვის სახლში“ დაიწყო. შეხვედრა-დისკუსია 24-26 აგვისტოს გაიმართება.

 “არმენპრესის” ინფორმაციით, ღონისძიება იქნება პლატფორმა რუს მწარმოებლებსა და სომხურ კომპანიებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამშრომლობით და სომხეთისთვის რუსული პროდუქციისა და სერვისების მიწოდებით.

 სრ ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი ბიზნეს მისიების განხორციელების მნიშვნელობას, რადგან ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კომერციული და საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროს კიდევ უფრო გააქტიურებას რიგ სფეროებში.

„მოგეხსენებათ, სომხეთმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეკონომიკაში კარგი შედეგები დააფიქსირა და ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მშპ-ს ზრდამ წლის პირველ ნახევარში 11,1 პროცენტი შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი და პერსპექტიული მაჩვენებელია“, – განაცხადა მინისტრმა.

 „ამჟამად, რუსული ბაზარი ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს სომეხ მწარმოებლებს და სომხური კომპანიები საკმაოდ წარმატებით იწყებენ რუსულ ბაზარზე თავისუფალი ბიზნეს სფეროების დაკავებას“, – დაასკვნა ქერობიანმა.

რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელმა სომხეთში, ანა დონჩენკომ მიესალმა რა ყველას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობამ ხარისხობრივად მაღალ დონეს მიაღწია და ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობა განვითარდა რიგ სფეროებში.

ანა დონჩენკომ აღნიშნა, რომ ბიზნეს კონფერენციაში მონაწილეობს 40-მდე რუსული კომპანია ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა კვების და აგროინდუსტრიული კომპლექსი, IT, „სმარტ ქალაქი“, საგანმანათლებლო პროდუქტები და სასწავლო მასალები, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკური და ნავთობის მრეწველობა, მუსიკალური აღჭურვილობა და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button