პოლიტიკა

საქართველოში სომხეთის ახალ ელჩად აშოტ სმბატიანი დაინიშნა

სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რუბენ სადოიანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გაიწვიეს.

პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანებულებით, ამ თანამდებობაზე აშოტ სმბატიანი დაინიშნა.

განკარგულებების ტექსტები პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

რუბენ სადოიანი სომხეთის ელჩი საქართველოში 2017 წლის ოქტომბრის ბოლოდან იყო. აშოტ სმბატიანი სომხეთის ელჩი გერმანიაში 2015 წლის მაისიდან იყო. 2018 წლის ოქტომბერში იგი ასევე დაინიშნა სომხეთის ელჩად ლიხტენშტეინში შეთავსების წესით და ამ თანამდებობიდან 2021 წლის ნოემბერში გაიწვიეს.

ნახეთ მეტი
Back to top button