ეკონომიკა

სომხეთში ინვესტიციის შემთხვევაში მთავრობა ინფრასტრუქტურას ააშენებს

მთავრობამ მიიღო პროექტი „ინფრასტრუქტურა ინვესტიციების მიმართ“ დახმარების გაწევის ღონისძიების განხორციელებისთვის აუცილებელი საბაზო მოთხოვნების, დახმარების გაწევის  წესისა და პირობების შესახებ, რომლითაც ის ფინანსურ დახმარებას სთავაზობს იმ ინვესტორებს, რომლებსაც ბიზნეს საქმიანობის წარმოებისას ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

„თუ 500 მილიონ დრამამდე ინვესტიცია განხორციელდება, მთავრობა მზად არის უზრუნველყოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ინვესტორს სჭირდება ამ თანხის 20 პროცენტის ოდენობით. თუ ეს არის 500 მილიონ დრამაზე მეტი ინვესტიცია, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამ თანხის 10 პროცენტის ოდენობით ინფრასტრუქტურა უზრუნველვყოთ“, – პროექტი მთავრობის სხდომაზე წარადგინა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა პროექტს და შეახსენა, რომ ასეთი დაპირება მან ჯერ კიდევ 2019 წელს დადო. მისი თქმით, ამ პროექტით ინვესტიციების წახალისება ხდება.

ნახეთ მეტი
Back to top button